დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის აღსრულებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას პატრიარქი სამების ტაძარში აღავლენს.
ტაო-კლარჯეთში მყოფი ქართველი სპეციალისტები დღეს ოშკს მოინახულებენ. მანამდე კი ისინი იშხნის კომპლექსში იმყოფებოდნენ. მათ თურქ კოლეგებთან ერთად პირველი ერთობლივი მონიტორინგის შემდეგ ადგილზე საველე-სამუშაო შეხვედრა გამართეს.
`დღეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი კათოლიკური სამყაროსთვის - ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით კი ქართველ კათოლიკეებს,` - საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკურო შობის დღესასწაული მორწმუნეებს სოციალურ გვერდზე მიმართვით მიულოცა.
დღეს საქართველოს პატრიარქის ინტრონიზაციის 35 წლის იუბილე აღინიშნება - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამ დღესთან დაკავშირებით წირვას სვეტიცხოველში აღავლენს.
ჰოლანდიური არქიტექტურის დღეები მიმდინარეობს თბილისში. ექსპო-ჯორჯიაში 15 ჰოლანდიელი სპეციალისტის პროექტია წარმოდგენილი. მათ შორის ერთ-ერთი კოპიტნარის აეროპორტის პროექტია.
საქართველოში რელიგიურ საფუძველზე წარმოქმნილ ბოლოდროინდელ დაპირისპირებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური განცხადება გავრცელდა.
საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე აზერბაიჯანმა არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვავე კრიტიკული განცხადება მაყვალა გონაშვილის მთიან ყარაბაღში ჩასვლას მოჰყვა.
სოფელ წინწყაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი მთავარ პროკურატურას მიმართავს და ითხოვს, გატარდეს სათანადო ღონისძიებები სოფლის მუსლიმანი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიზნით.