საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავში ავტორბოლას დაესწრო და განახლებული ავტოდრომი თავადაც მოსინჯა.
საფეხბურთო კლუბ `დინამოში` მთავარი მწვრთნელის ადგილი კვლავაც ვაკანტურია. დროებით გუნდს რამაზ მუმლაძე გაწვრთნის; ის პოსტზე ახალი მთავარი მწვრთნელის მისვლამდე, ანუ სეზონის ბოლომდე იმუშავებს. 
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა კლუბის მფლობელ რომან ფიფიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. 
16-კილოგრამიანი ტყავის ბურთი და თამაში, რომელსაც გურიაში უკვე სამ საუკუნოვანი ტრადიცია აქვს, - თუმცა ლელობურთი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ შეჯიბრის ფარგლებს და მან სახალხო დღესასწაულის სახე მიიღო.