დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის აღსრულებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას პატრიარქი სამების ტაძარში აღავლენს.
ტაო-კლარჯეთში მყოფი ქართველი სპეციალისტები დღეს ოშკს მოინახულებენ. მანამდე კი ისინი იშხნის კომპლექსში იმყოფებოდნენ. მათ თურქ კოლეგებთან ერთად პირველი ერთობლივი მონიტორინგის შემდეგ ადგილზე საველე-სამუშაო შეხვედრა გამართეს.
პატრიარქის კურთხევა ეპარქიებს - მომდევნო 3 დღის განმავლობაში, თბილისის მსგავსად, ეპარქიების წარმომადგენლებმა მსვლელობით ქალაქები და სოფლები უნდა აკურთხონ. დღესვე პატრიარქის რეზიდენციაში ბრიფინგიც გაიმართა...
ბათუმში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ამოქმედდა. ახალი უნივერსიტეტი პრეზიდენტმა დაათვალიერა. საზეიმო გახსნას განათლების მინისტრიც ესწრებოდა.
საქართველოს განახლებულ ქალაქებს დღეიდან კიდევ ერთი - ყვარელი დაემატა. ქალაქში დღეს სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა. კახეთში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც.
ბაგრატის ტაძარი, სადაც წირვა ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, აღდგენილია. განახლებულ ეკლესიაში დილიდან უამრავი ადამიანია შეკრებილი. მათ შორის არიან პოლიტიკოსები.
თელავში საზეიმო ღონისძიებები გრძელდება. ახალი იუსტიციის სახლი, განახლებული ისტორიული ცენტრი - ქალაქში რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია. მთლიანად მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურაც.
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს, - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძართან გააკეთა.