სამართალდამცევლებმა 17 მაისს კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ოთხი პირი დააკავეს. ეჭვმიტანილებს პოლიციის დაუმორჩლებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დეტალების გამოძიებას აუცილებლად მიიჩნევენ მმართველი გუნდის წევრები. მათი თქმით, აგვისტოს ომის დროს მოხდა ეთნო–წმენდა და ეს სამართლებრივ გამოიძიებას საჭიროებს.
შსს-მ ბავშვთა ტრეფიკინგის შემთხვევა გამოავლინა. საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულის გამოძიებაში აშშ-ის, ავსტრალიის და ისრაელის სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროს გიგი კალანდაძესთან საუბარს ადასტურებს. როგორც ირაკლი ალასანიამ `მეცხრე არხის` ეთერში განაცხადა, მან მართლაც შესთავაზა კალანდაძეს გამოძიებასთნ ეთანამშრომლა, თუ მას არ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული, რომელსაც ედავებოდნენ.
გამოძიებამ ათი თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალი აღმოაჩინა. მოკლული ბავშვის ოჯახის წევრების ინფორმაციით, იმ ქვევრში, სადაც ბავშვი დამხრჩვალი იპოვეს, წყლის ამოღების შემდეგ ფსკერზე ცისფერი სპორტული ჩანთა აღმოჩნდა.