სააკაშვილმა `ალ ჯაზირასთან` რუსეთის პოლიტიკა განიხილა
20.02.10 12:11
ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დასავლეთთან ურთიერთობაზე მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" ეთერში ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტი პოპულარული ტოკშოუს სტუმარი გახდა. წამყვანმა კითხვები 2008 წლის ომის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუსვა და ყურადღება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების განლაგებაზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აუცილებლად დაიბრუნებს - ეს კი ეკონომიკის აყვავების და საქართველოს წარმატების გზით უნდა მოხდეს.
გადაცემაში მიხეილ სააკაშვილმა ნატოში ინეგრაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს რათა ალიანსის სტანდარტებს მიუახლოვდეს. რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკას, მიხეილ სააკაშვილმა კრემლის რეჟიმს "ქირურგების რეჟიმი" უწოდა.
"ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი და ცუდიც. ცუდი ამბავი ისაა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცი აგრძელდება. კარგი ამბავი კი ისაა, რომ თავად საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდება. საქართველოს ის ნაწილი, რასაც ახლა რუსები აკონტროლებენ, ანუ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი დასახლებული იყო ადამიანებით, რომლებიც ახლა გამოექცნენ რუსულ ეგრეთ წოდებულ გამათავისუფლებელ ჯარებს. უკანასკნელ პერიოდში საქართველო გაცილებით სწრაფად ვითარდება, ვიდრე რუსეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანა რეგიონში. შეიცვალა ადამიანების შეხედულებები, ხალხი შეიცვალა. შეიცვალა მათი დამოკიდებულება საკითხებისადმი. ესაა გზა ქვეყნის განვითარებისკენ. ესაა სხვა ქვეყნის გავლენისგან თავის დაღწევის გზა, ისინი ვერ მოკლავენ ამ წარმატებულ მაგალითს.
"საქართველოში დემოკრატიაა, ხალხი საუბრობს განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ქუჩები კარგად გამოიყურება. ხალხი აღარ ფიქრობს და საუბრობს რუსეთზე. თუ თქვენ რუსულ ტელეარხებს შეხედავთ, ისინი ამბობენ, რომ ძლიერი საქართველო უტევს პატარა, სუსტ რუსეთს. ეს ძალიან სასაცილოა, თუმცა ამავდროულად ეს საშიშია. მათ მართლა ჰყავთ დიდი ჯარი, თვითმფრინავები, მათ ერთხელ უკვე დაგვბომბეს, რუსეთი ემუქრება მთელს რეგიონს ბირთვული იარაღით და მისი გამოყენების უფლებას მათ უკვე საკუთარი დოქტრინა აძლევს. ასე რომ, ჩვენ საქმე გვაქვს სიტუაციასთან, რომელიც სულაც არაა სასაცილო და საშიშია თუ ხალხი არ გამოეხმაურება. თუ ადამიანები დასავლეთში, ამერიკის შეერტებულ შტატებში და მთელი დანარჩენი საზოგადოება ჩვენს გარშემო ხმას არ ამოიღებს.
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება იყო არალეგალური, მათი ოკუპირებაც იყო არალეგალური, თუცმ ა ამას აღარ უწოდებენ ოკუპაციას, ისინი გაურბიან ამ ტერმინს. ისინი ამბობენ, რომ ჯარები იქ შევიდნენ, თუმცა ტექნიკურად, ეს არ იყო შემოჭრა. მათ დაიკავეს ტერიტორია უკანონოდ, თუ ცა ეს არ იყო ოკუპაცია. აბა რას უოდებთ ამას- სამხედრო ტურიზმს? რას აკეტებენ რუსი სამხედროები არალეგალურად სხვის ტერიტორიაზე? სქემა, რომლის მიხედვითაც რუსული პროპაგანდა მუშაობს, ძალიან მარტივია. შენ ადანაშაულებ ვინმეს იმაში, რასაც თავად აკეთებ, ან აპირებ გააკეთო," - განაცხადა სააკაშვილმა.
|