სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში გაემგზავრა
22.02.10 11:14
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი განიხილება ქართული დელეგაციიის გერმანიაში ვიზიტისას. საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წევრები ბერლინში გერმანიის მთავრობის მიწვევით გაემგზავრნენ. შეხვედრები გაიმართება ბუნდესტაგში, სამინისტროებსა და ფონდებში. საქართველოს ხელისუფლების წევრები მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები პაატა დავითაია და შოთა მალაშხია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, ასევე შიდა ქართლისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რწმუნებულები.
29 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ვარკეთილში, დილის 9 საათისთვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უშინაარსო განცხადება უწოდა ეუთოში საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნას ეუთოს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ.
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება და მოხმარება - ამ საკითხებზე დღეს ევროპის სახლში მსჯელობდნენ. პროექტს თბილისის მერიისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მეცნიერები, იტალიელი ექსპერტები, ფერმერები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს. მას იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის საცავის ინვენტარიზაციისას მიაკვლიეს. კონტეინერის პოვნის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს
ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის...