გორის რაიონის სოფელ კირბალადან დაკარგული ორი ახალგაზრდა რუს აგრესორებსა და სეპარატისტებს ჰყავთ დაკავებული. 18 წლის ბექა და 24 წლის ვაჟა თაყაძეები სანადიროდ ორშაბათს გამთენიისას წავიდნენ და აღარ დაბრუნდებულან.
გატაცებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდები ოკუპირებული ტერიტორიიდან ნახევარი კილომეტრის მოშორებით აპირებდნენ ნადირობას და მათ თან პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ქონდათ. ბოლო ინფორმაციით, თაყაძეები წინაგარას განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი და მათ ე.წ.საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ.
29 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ვარკეთილში, დილის 9 საათისთვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უშინაარსო განცხადება უწოდა ეუთოში საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნას ეუთოს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ.
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება და მოხმარება - ამ საკითხებზე დღეს ევროპის სახლში მსჯელობდნენ. პროექტს თბილისის მერიისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მეცნიერები, იტალიელი ექსპერტები, ფერმერები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს. მას იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის საცავის ინვენტარიზაციისას მიაკვლიეს. კონტეინერის პოვნის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს
ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის...