რუსი ჟურნალისტები საქართველოდან ჯარის გაყვანას ითხოვენ
25.02.10 16:40
`გავიდეს რუსული ჯარი საქართველოდან ` - ამ სახელწოდების მოძრაობას ქვეყნაში რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები იწყებენ. ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ვალერია ნოვადვორსკაიამ და ყოფილმა დეპუტატმა კონსტანტინ ბარავოიმ მათი გეგმების შესახებ წუხელ, აეროპორტშივე ისაუბრეს. კომენტარები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცსებზეც გაკეთდა. მათი თქმით, კრემლი საქართველოს წინააღმგდეგ მორიგ პროვოკაციას ამზადებს და ამისთვის საყრდენი მან ყოფილი პრემიერის სახით უკვე იპოვნა. სტუმრების თბილისში ჩამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად `პერვი კავკაზსკიზე` მათი თანამშრომლობაც სახელდება.
29 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ვარკეთილში, დილის 9 საათისთვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უშინაარსო განცხადება უწოდა ეუთოში საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნას ეუთოს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ.
თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს. მას იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის საცავის ინვენტარიზაციისას მიაკვლიეს. კონტეინერის პოვნის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს
ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის...
მოლდოვაში მყოფი საქართველოს დელეგაცია გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იქ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების დეტალების დასაზუსტებლად იმყოფებოდნენ.