რუსული ოკუპაცია დღეს სამეგრელოშიც გააპროტესტეს. მოძრაობა `კოალიცია სამართლიანობისთვის` წარმომადგენლები და ახალგაზრდები ზუგდიდის ცენტრში შეიკრიბნენ.
ქალაქში Stop Russia ბანერები გამოფინა და რუსული აგრესიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. Stop Russia - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს ენგურის ხიდისკენ, სადაც მათ მდუმარე აქცია გამართეს. პროტესტს აფხაზეთიდან გადმოსული ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.
`ჩვენ გვინდა მშვიდობა, ხელები შორს საქართველოსგან`- ეს შეძახილები დღეს გორშიც ისმოდა. ქალაქის ცენტრში გმირთა მემორიალთან გორელი ახალგაზრდები შეკრიბნენ. მათ 89 წლის წინანდელი მოვლენები შეაფასეს და კიდევ ერთხელ გაავლეს პარალელი 2008 წლის აგვისტოს ომთან.
29 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ვარკეთილში, დილის 9 საათისთვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უშინაარსო განცხადება უწოდა ეუთოში საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნას ეუთოს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ.
თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს. მას იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის საცავის ინვენტარიზაციისას მიაკვლიეს. კონტეინერის პოვნის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს
ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის...
მოლდოვაში მყოფი საქართველოს დელეგაცია გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იქ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების დეტალების დასაზუსტებლად იმყოფებოდნენ.