პარასკევი, 30.07.10   14:04
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |
 

საინფორმაციო 
გადაცემა

კურიერი

ანალიტიკური გადაცემები

პოსტსკრიპტუმი
ბიზნესკურიერი




ივლისი 2010

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


enlarge photo

საქართველოში რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

25.02.10 17:59

საქართველოში დღეს 89 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს. 25 თებერვალი რუსული ოკუპაციის დღეა. ზუსტად 89 წლის წინ საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. ქვეყანაში სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა. რუსული ოკუპაცია დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გააპროტესტეს.

ზუგდიდელებმა კოცონზე ყოფილი საბჭოთა კავშირის დროშა დაწვეს. ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა დროშა სიმბოლურად ჯერ რამდენიმე დაწილად დაჭრეს და საბჭოთა კავშირის დაშლა იზეიმეს. "სტოპ რაშა!"- ამ ლოზუნგით მსვლელობა აქციის მონაწილეებმა ენგურის ხიდისკენ დაიწყეს და ოკუპაციის დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ენგურის ხიდზე შეკრებილები შეძახილებით რუს ოკუპანტებს ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

ენგურის ხიდზე მისვლამდე კოალიცია "სამართლიანობისთვის" წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა ზუგდიდის ცენტრში ერთი აქცია სახელწოდებით "ერთი მიწის შვილები ვართ" გამართეს. ქუჩაში ბანერები გამოიტანეს და რუსული აგრესიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოაწყვეს. 15 წლის განმავლობაში პირველად აქციას აფხაზების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობაც შუერთდა.

"ჩვენ გვინდა მშვიდობა, ხელები შორს საქართველოსგან!"- ეს შეძახილები დღეს გორში ისმოდა. ქალაქის ცენტრში გმირთა მემორიალთან გორელი ახალგაზრდები შეიკრიბნენ. მათ 89 წლის წინანდელი მოვლენები შეაფასეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს ომი.

რუსული აგრესიის დროს დაღუპულები დღეს ნიქოზშიც გაიხსენეს. აქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის რაიონის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გამართა. ივერიის ღვთისმშოვლის სახელობის ეკლესიაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს პანაშვიდი გადაუხადეს.

1921 წლის ოკუპაცია ბათუმშიც გააპროტესტეს. ბათუმის ქუჩებში მსვლელობა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა გამართეს. აქციიის მონაწილეებმა ხუთჯვრიანი დროშებით რუსთაველის ქუჩაზე ჩაიარეს. აქციის მონაწილეებმა იუნკრების საფლავები გვირგვინით შეამკეს.

თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე ავიდნენ და აგვისტოს ომის დროს დაღუპულების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. სოხუმის უნივერსიტეტის, თეატრალურისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კი ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავთან შეიკრიბნენ. ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანემ ჩოლოყაშვილის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი გაიხადა. ქაქუცას საფლავთან სტუდენტებმა პირობა დადეს, რომ ქვეყანას დაიცავენ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საშუალებას არავის მისცემენ.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას დღეს კოჯორშიც მიაგეს პატივი. კოჯრის შესასვლელში იუნკერთა მემორიალთან ყვავილები თბილისის ვიცე-მერმა მიიტანა. მემორიალთან კოჯრის სკოლის მოსწავლეებიც შეიკრიბნენ. მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსული ოკუპაცია.

ქართველ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი კოჯორში "ქრისტიან-დემოკრატებმაც" გადაიხადეს. კოჯორში იუნკრების საფლავთან დღეს გვირგვინები "ალიანსი საქართველოსთვის" წევრებმაც მიიტანეს.

"ვერ წაშლი!"- ამ სახელწოდების ფოტოგამოფენა დღეს პუშკინის სკვერში და რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო. რუსეთის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციასთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციები საღამოს, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან დასრულდება, სადაც მომიტინგეები ე.წ. სლაიდ შოუს მოაწყობენ - რუსეთის აგრესიის ამსახველ ფოტოებს ყოფილი საელჩოს შენობის კედლებზე გამოაკრავენ.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ქართული ტაძრების საკითხი მსოფლიო მემკვიდრეობის სესიაზე

30.07.10 10:39

ქართული კულტურული ძეგლების საკითხი განიხილეს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო მემკვიდრეობის სესიაზე. More...video clip 

29 წლის მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოხტა

30.07.10 12:08

29 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ვარკეთილში, დილის 9 საათისთვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.More...video clip 

პაატა გაფრინდაშვილი ეუთოში რუსეთის ელჩის მოთხოვნის შესახებ

30.07.10 10:20

უშინაარსო განცხადება უწოდა ეუთოში საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნას ეუთოს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ. More...video clip 

თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს

30.07.10 11:57

თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს. მას იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის საცავის ინვენტარიზაციისას მიაკვლიეს. კონტეინერის პოვნის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინესMore...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კლაბ შოუ

კლუბური ტიპის, იუმორისტული შოუ

10 აგვისტომდე ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

30.07.10 11:05

10 აგვისტომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი სიცხე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსსაც კი მიაღწევს. More...video clip 

ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი` ბათუმში

30.07.10 11:03

ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის...More...video clip 

ექიმებმა მოწამლული ბავშვი გადაარჩინეს

30.07.10 11:02

ინტოქსიკაციის დიაგნოზით იაშვილის სახელობის კლინიკაში წლის და ერთი თვის ბაირამ ახმედოვი მოათავსეს. More...video clip 

ქართული დელეგაცია მოლდოვიდან დაბრუნდა

30.07.10 10:34

მოლდოვაში მყოფი საქართველოს დელეგაცია გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იქ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების დეტალების დასაზუსტებლად იმყოფებოდნენ. More...video clip 


  სრული პროგრამა
იურმალა მუზის გარეშე
გაელ გარსია ბერნალი ყაზბეგში
აუდიო გიდი
კვირიკობა სვანეთში


 
 

© 1994-2010 Rustavi 2 Broadcasting Company