თბილისი სოხუმსა და მოსკოვს შორის საჰაერო მიმოსვლას აპროტესტებს
25.02.10 18:04
თბილისი სოხუმსა და მოსკოვს შორის საჰაერო მიმოსვლას აპროტესტებს. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია "იკაოსთვის" სპეციალურ მიმართვას ამზადებს.
რუსეთის უკანონო ქმედებების საწინააღმდეგო მექანიზმები დღეს პარლამენტის საგარეო, დარგობრივი ეკონომიკისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
მიმართვა, რომელსაც დეპუტატები ერთობლივად შეიმუშავებენ, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. თბილისი იკაოსგან მოითხოვს კონკრეტული საჯარიმო და დამსჯელი ღონისძიებები გატარდეს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც სოხუმის მიმართულებით რეისებს განახორციელებენ.
გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს, რუსეთის ფედერაციას იკაოში ხმის უფლება ჩამოერთვას.
|