აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლებაში სერგეი შამბას მაქსიმ ღვინჯია შეცვლის. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ღვინჯიას დანიშვნის შესახებ ბრძანებას სერგეი ბაღაფშმა მოაწერა ხელი.
მაქსიმ ღვინჯია სოხუმის რეჯიმის ე.წ. საგარეო უწყებაში 1999 წლიდან მუშაობს, 2004 წელს კი ის სერგეი შამბას მოადგილედ დაინიშნა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სერგეი შამბამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, ვაკანტურ თანამდებობაზე კი ღვინჯიას რეკომენდაცია თავად შამბამ გაუწია.
29 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ვარკეთილში, დილის 9 საათისთვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უშინაარსო განცხადება უწოდა ეუთოში საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნას ეუთოს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ.
თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს. მას იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის საცავის ინვენტარიზაციისას მიაკვლიეს. კონტეინერის პოვნის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს
ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის...
მოლდოვაში მყოფი საქართველოს დელეგაცია გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იქ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების დეტალების დასაზუსტებლად იმყოფებოდნენ.