დღეიდან `ყაზბეგი-ზემო ლარსის` გამშვები პუნქტების გავლით მიმოსვლა განახლდება. ქართულმა მხარემ დარიალის პუნქტი დილის შვიდ საათზე გახსნა, რუსულმა მხარემ კი 11.00 საათისთვის. `ყაზბეგი-ზემო ლარსის` გამშვები პუნქტებით სარგებლობის უფლება ექნებათ ვიზის მქონე დესეთეს წევრი ქვეყნების მოქალაქეებს.
დარიალის პუნქთან ამ დროისთვის საზღვრის გადაკვეთის არც ერთი მსურველი არ გამოჩენილა.
რუსულმა მხარემ ლარსის გამშვები პუნქტი ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე დაკეტა სარემონტო სამუშაოების მიზეზით, თუმცა მას შემდეგ საზღვარი აღარ გახსნილა.
29 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ვარკეთილში, დილის 9 საათისთვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უშინაარსო განცხადება უწოდა ეუთოში საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნას ეუთოს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ.
თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს. მას იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის საცავის ინვენტარიზაციისას მიაკვლიეს. კონტეინერის პოვნის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს
ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის...
მოლდოვაში მყოფი საქართველოს დელეგაცია გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იქ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების დეტალების დასაზუსტებლად იმყოფებოდნენ.