თემურ იაკობაშვილი გაეროში განხილვით კმაყოფილია
01.03.10 10:38
სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კონცეფციის განხილვა გაეროში წარმატებული იყო.
მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დღეს დილით დაბრუნდა. მისი შეფასებით, დოკუმენტს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მხარი ღიად დაუჭირა საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
სწორედ ამ ქვეყნების დახმარებით შეიქმნება სტრატეგიის განხორციელების გეგმა. ამ მიზნით მოლაპარაკებები საფრანგეთის საგარეო უწყებასთან უკვე დაწყებულია.
გარდა ამისა, იაკობაშვილის განცხადებით, გაეროს წევრი სხვადასხვა ორგანიზაცია, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კონცეფციის ირგვლივ აქტიურ თანამშრომლობას აპირებს საქართველოსთან.
|