ქდმ ლარსის საბაჟოს გახსნას აპროტესტებს
01.03.10 11:38
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა ლარსი-ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნას აპროტესტებს. დეპუტატების განცხადებით, ხელისუფლებამ სასაზღვრო პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის გარანტიებზე არ უზრუნია.
მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საბაჟოზე ტვირთების გარდა, ადამიანებსაც შეეძლებათ გასვლა, არსებობს პროვოკაციების საშიშროება.
ქრისტიან დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ნაჩქარევია.
`ლარსის საბაჟო პუნტქის გახსნა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ არანაირ დიპლომატიურ რევერანსებში არ უნდა მომხდარიყო `დახურდავება` ადგილობრი მოსახლეობის ინტერესების. ხელისუფლებამ ვერ შეძლო შეექმნა უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები,` განაცხადა დეპუტატმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ქრისტიან დემოკრატების ბრალდებებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საბაჟო პუნქტის გახსნა სწორი გადაწყვეტილებაა. უფრო სიღრმისეული ანალიზისთვის და ვითარებაში გასარკვევად ქრისტიან დემოკრატებს საგარეო უწყებასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას სთავაზობს.
|