გალში გამართული შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა
02.03.10 17:59
უშედეგოდ დასრულდა ოთხმხრივი მოლაპარაკება გალში. ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების ჯგუფის წევრებმა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღწევა კვლავ ვერ შეძლეს.
ოკუპანტთა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კიდევ ერთხელ უნდა გადახედონ საქართველოს ხელისუფლების მიერ მოლაპარაკებაზე დაყენებულ საკითხებს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მომავალ შეხვედრაზე, თუ რა სახის კორექტირებას შეიტანენ ამ ინიციატივებში.
4 საათის მანძილზე რუსეთის წარმომადგენლები ცდილობდნენ ქართული მხარის მიერ დაფიქსირებული კონკრეტული დარღვევების ფაქტები გაემართლებინათ.
ამ დრომდე კვლავ ღიად რჩება დემურ გოგოხიას ცხედრის გადმოსვენების საკითხიც. ოჯახისაგან ოკუპანტები დრანდის ციხეში წამებით მოკლული მძევალის დაკრძალვას გალის რაიონში მოითხოვენ. გალიდან დევნილი ოჯახი ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს და მიცვალბულის სწორედ ზუგდიდში გადმოსვენების ნებართვას ითხოვენ.
|