რუსებს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი არ ასვენებთ
05.03.10 11:55
რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი მოსვენებას არ აძლევს. ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს ბოლო შეხვედრაზე რუსეთის ელჩმა სკანდალური განცხადება გააკეთა. რუსეთის ელჩმა საერთოდ უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის მედიაციით გაფორმებული 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების არსებობა და სხდომას შემდეგი სიტყვებით მიმართა:
`2008 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით, რუსეთის პრეზიდენტმა ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, დაამყარა მათთან ორმხრივი ურთიერთობები, რაც საბოლოო და შეუქცევადი გადაწყვეტილებაა. მატარებელმა უკვე ჩაიარა. საბჭოთა კავშირი ყოველთვის დაეხმარება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომ მძლავრ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ!"
რუსეთის წარმომადგენლის გაღიზიანება ევროკავშირის წევრებისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის დაფიქსირებამ გამოიწვია.
საქართველოს ელჩმა რუსეთის წარმომადგენლის განცხადებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
`მადლობას გიხდით, რადგან კიდევ ერთხელ შეგვახსენეთ, რომ თქვენ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ცხოვრობთ. ამით მრავლის ახსნაა შესაძლებელი,` - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა
|