დღეს დილიდან რუსმა ოკუპანტებმა ენგურის ზოლზე მავრთულხლართების გაბმა განაახლეს. მუშაობა ოტობაია-ნაბაკევი-თაგილონის ზოლზე მიმდინარეობს. ოკუპანტები `ურალის` მარკის ავტომობილებით მოძრაობენ, მოსახლეობას კი გადაადგილებას უკრძალავენ.
ოტობაიას ხიდთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რუს სამხედროებთან გასაუბრება სცადა, თუმცა ცეცხლის გახსნის მუქარის შემდეგ მისიის წარმომადგებნლებმა ტერიტორია დატოვეს.
გალის დაბალი ზონის სოფლებიდან გადმოსასვლელი ხიდები და ფეხითმოსიარულეთა გადმოსასვლელები ენგურზე ჩაკეტილია.
29 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ვარკეთილში, დილის 9 საათისთვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უშინაარსო განცხადება უწოდა ეუთოში საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნას ეუთოს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ.
თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს. მას იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის საცავის ინვენტარიზაციისას მიაკვლიეს. კონტეინერის პოვნის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს
ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის...
მოლდოვაში მყოფი საქართველოს დელეგაცია გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იქ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების დეტალების დასაზუსტებლად იმყოფებოდნენ.