მოსკოვის საგარეო უწყების განცხადება
05.03.10 14:58
რუსეთი ურთიერთობას მხოლოდ იმ ქართველ პოლიტიკოსებთან აპირებს, რომლებიც რეგიონში შექმნილ ვითარებას რეალურად აფასებენ. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე სერგეი ლავროვისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
დოკუმენტში წერია, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და `დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს` ლიდერმა ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს.
`რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა და კრიზისის მიუხედავად, ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს. ჩვენს ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობა კავკასიის მშვიდობიანი განვითარებისთვის არის აუცილებელი”,- წერია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
|