საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით თემურ იაკობაშვილი ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს გააცნობს. ამ მიზნით დღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა.
თემურ იაკობაშვილის განცხადებით, იგი შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებსაც.
სახელმწიფო მინისტრი მათ დეტალურად გააცნობს ქვეყნის სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამ დოკუმენტის საფუძველზე კი უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან პარტნიორი სახელმწიფოები და ორგანიზაციები.
29 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ვარკეთილში, დილის 9 საათისთვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უშინაარსო განცხადება უწოდა ეუთოში საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნას ეუთოს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ.
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება და მოხმარება - ამ საკითხებზე დღეს ევროპის სახლში მსჯელობდნენ. პროექტს თბილისის მერიისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მეცნიერები, იტალიელი ექსპერტები, ფერმერები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს. მას იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის საცავის ინვენტარიზაციისას მიაკვლიეს. კონტეინერის პოვნის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში (IT) ვებ. ტექნოლოგიების სტუდენტების მიერ დამზადებული 40 საჯარო სკოლის ვებ–გვერდების...
ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის...