ბილდტი საქართველოს შესახებ
09.03.10 10:29
რუსეთსა და შვედეთს შორის საკმაოდ ახლო ურთიერთობების მიუხედავად, არსებობს გარკვეული სახკითხები, რომლებშიც ორი ქვეყნის შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება და ეს საქართველოში შექმნილ ვითარებას ეხება. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა რადიოსადგურ `ეხო მასკვის` ეთერში საუბრისას განაცხადა.
მან `ისკანდერის`ტიპის რაკეტების კალინინგრადში შესაძლო განთავსების შესახებ რუსეთის განცხადებაზეც ილაპარაკა და ეს `პოლიტიკურ თამაშად` შეაფასა.
`გაცილებით გონივრული იქნება საკითხის მოლაპარაკებების მაგიდასთან გარკვევა. რუსეთს აქვს ანტისარაკეტო სისტემა მოსკოვის გარშემო.ეს ნიშნავს იმას, რომ ის ამის საჭიროებას ხედავს და ეს არც არის გასაკვირი. თუმცა საკითხი ისე უნდა მოგვარდეს, რომ არ დაინგრეს ურთიერთობები სხვადასხვა პარტნიორებს შორის ევროპაში,` - თქვა კარლ ბილდტმა.
|