პარასკევი, 30.07.10   14:02
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |
 

საინფორმაციო 
გადაცემა

კურიერი

ანალიტიკური გადაცემები

პოსტსკრიპტუმი
ბიზნესკურიერი




ივლისი 2010

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


enlarge photo

  

საქართველო ეუთოში მნიშვნელოვან რეზოლუციას წარადგენს

09.03.10 13:21

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შესაძლოა, სპეციალური რეზოლუცია მიიღოს. ასამბლეა ოსლოში  ზაფხულისთვის არის დაგეგმილი.

როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ჟოაო სუარესთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე ოსლოში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მნიშვნელოვან რეზოლუციას წარადგენს.

მისივე თქმით, ოსლოში დაგეგმილ სხდომის დღის წესრიგი  დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდა.

რეზოლუციის გარდა, დღევანდელ შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული თემატიკა, რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების იძულების მექანიზმები და ეუთო-ს მანდატის აღდგენის საკითხები განიხილეს.

გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული, რათა კონფლიქტების დარეგულირების პროცესი დაჩქარდეს.
ამასთან, ეუთო-ს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე მონიტორინგთან დაკავშირებით.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო ბაროსო სუარესი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.

დღესვე  ჯოაო სუარესმა დელეგაციის წევრებთან ერთად დღეს წეროვანში დევნილთა კომპაქტური დასახლება დაათვალიერა. ჯოაუ სუარესი შეხვდა დევნილებს, მოინახულა მათი საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ობიექტები და წეროვანის დასახლებაში ახლადაშენებული სკოლა. დაინტრერესდა ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემებით მათი დასაქმების საკითხით.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ქართული ტაძრების საკითხი მსოფლიო მემკვიდრეობის სესიაზე

30.07.10 10:39

ქართული კულტურული ძეგლების საკითხი განიხილეს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო მემკვიდრეობის სესიაზე. More...video clip 

29 წლის მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოხტა

30.07.10 12:08

29 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ვარკეთილში, დილის 9 საათისთვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.More...video clip 

პაატა გაფრინდაშვილი ეუთოში რუსეთის ელჩის მოთხოვნის შესახებ

30.07.10 10:20

უშინაარსო განცხადება უწოდა ეუთოში საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნას ეუთოს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ. More...video clip 

თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს

30.07.10 11:57

თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს. მას იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის საცავის ინვენტარიზაციისას მიაკვლიეს. კონტეინერის პოვნის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინესMore...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კლაბ შოუ

კლუბური ტიპის, იუმორისტული შოუ

10 აგვისტომდე ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

30.07.10 11:05

10 აგვისტომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი სიცხე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსსაც კი მიაღწევს. More...video clip 

ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი` ბათუმში

30.07.10 11:03

ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის...More...video clip 

ექიმებმა მოწამლული ბავშვი გადაარჩინეს

30.07.10 11:02

ინტოქსიკაციის დიაგნოზით იაშვილის სახელობის კლინიკაში წლის და ერთი თვის ბაირამ ახმედოვი მოათავსეს. More...video clip 

ქართული დელეგაცია მოლდოვიდან დაბრუნდა

30.07.10 10:34

მოლდოვაში მყოფი საქართველოს დელეგაცია გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იქ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების დეტალების დასაზუსტებლად იმყოფებოდნენ. More...video clip 


  სრული პროგრამა
იურმალა მუზის გარეშე
გაელ გარსია ბერნალი ყაზბეგში
აუდიო გიდი
კვირიკობა სვანეთში


 
 

© 1994-2010 Rustavi 2 Broadcasting Company