რუსები კელინის მოხსენებას აპროტესტებენ
10.03.10 11:11
მოსკოვი გაეროს წინააღმდეგ - კრემლი გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგნელის მოხსნებას აპროტესტებს. რუსეთი იმ ანგარიშს იწუნებს, რომელიც ვალტერ კელინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტის მიხედვით მოამზადა.
`ცალმხრივი, პოლიტიზირებული და არაობიექტური,` - მისთვის არასასურველ დოკუმენტს ასეთი შეფასება მისცა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განხილვის შემდეგ რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მიხეილ ლებედევმა.
დიპლომატის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ანგრიშში ტერმინი `საქართველო` ფიგურირებს და არა `სამხრეთ ოსეთი`.
ვალტერ კელინის მოხსენებაში ისიც წერია, რომ რეგიონში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გაუსაძლისი პირობებია შემნილი.
|