სოხუმში ბოდენის ცნობილი გეგმის განხილვას უბრუნდებიან. საგანგებოდ ამ მიზნით არის ჩასული ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაეროს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი. ბოდენი დღეს სერგეი ბაღაფშს შეხვდება. მოგვიანებით, დაგეგმილია ბოდენის მოლაპარაკება სეპარატისტთა ვიცე-პრეზიდენტ - ალექსანდრე ანქვაბთანაც. აფხაზეთში დიტერ ბოდენი კერძო ვიზიტით იმყოფება.
სოხუმიდან ბოდენი თბილისში ჩამოფრინდება. შეხვედრების პარალელურად სოხუმში პიტერ სემნებიც ჩადის. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი შეხევდრებს ოკუპანტი რეჟიმის ლიდერებთან გამართავს.
29 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ვარკეთილში, დილის 9 საათისთვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უშინაარსო განცხადება უწოდა ეუთოში საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნას ეუთოს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ.
თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს. მას იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის საცავის ინვენტარიზაციისას მიაკვლიეს. კონტეინერის პოვნის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს
ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის...
მოლდოვაში მყოფი საქართველოს დელეგაცია გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იქ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების დეტალების დასაზუსტებლად იმყოფებოდნენ.