ევროკავშირი ახალ სტრატეგიულ გეგმას იწონებს
11.03.10 11:20
ევროკავშირი მიესალმება თბილისის ახალ სტრატეგიას, რომელიც გამოხატავს საქართველოს მყარ პოზიციას მიაღწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრულ დეოკუპაციას, შეაჩეროს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და მოახდინოს ამ ტერიტორიებისა და მოსახლეობის მშვიდობიანი ინტეგრაცია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ბარონესა კეტრინ ეშტონმა ბრიუსელში განაცხადა.
ეშტონმა ასევე დადებითად შეაფასა თბილისის განზრახვა შეიმუშაოს ნეიტრალური ფორმატი იმ ძალებთან ურთიერთობისთვის, რომლებიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს აკონტროლებენ.
ამასთან, დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
|