ოკუპანტებმა დღეს დილით მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. რუსები თავს მიკროაბტობუსებს დაესხნენ რომლებითაც გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მცხოვრებლებს ციტრუსი გადმოჰქონდათ ჩასაბარებლად.
ჩასაფრება ოკუპანტებმა სოფელ ხურჩასთან ენგურზე ერთადერთ გადმოსასვლელთან მოაწყვეს. ორმა მიკროავტობუსმა მოახერხა ზუგდიდისკენ გადმოსვლა 5 ავტობუსი კი ოკუპანტებმა გააჩერეს. მოსახელობას ფორთოხალი და თხილი ჩამაორთვეს. მძღოლები ამ წუთებში დაპატიმრებულები არიან და გალში იმყოფებიოან.
29 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ვარკეთილში, დილის 9 საათისთვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უშინაარსო განცხადება უწოდა ეუთოში საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნას ეუთოს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ.
თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს. მას იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის საცავის ინვენტარიზაციისას მიაკვლიეს. კონტეინერის პოვნის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს
ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის...
მოლდოვაში მყოფი საქართველოს დელეგაცია გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იქ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების დეტალების დასაზუსტებლად იმყოფებოდნენ.