დიტერ ბოდენი თბილისში შეხვედრებს გამართავს
12.03.10 11:11
გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი თბილისში არაოფიციალური ვიზიტით ჩამოვა და პარლამენტის ვიცე-სპიკერთან პაატა დავითაიასთან გამართავს შეხვედრას.
ბოდენი მის მიერ საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენლის პოსტზე მუშაობისას შემუშავებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების ე.წ. `ბოდენის დოკუმენტს` განიხილავს.
აღნიშნულ დოკუმენტზე უკვე იყო მსჯელობა ბოდენის აფხაზეთში ვიზიტისას, როცა ის მარიონეტების ლიდერს სერგეი ბაგაფშს შეხვდა.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო ასევე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის პერსპექტიულობას, რასაც სოხუმი არასაიმედოდ მიიჩნევს.
თბილისში არაოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლისას იგეგმება გერმანელი დიპლომატის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან.
|