ცხინვალში იმყოფება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი. თომას ჰამარბერგი ოკუპირებული ტერიოტრიაზე დღეს დილით შევიდა. დაგეგმილია ჰამარბერგის შეხვედრა ბორის ჩოჩიევთან და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადამიანის უფლებათა დამცველთან.
ცხინვალში ვიზიტის მიზანი გატაცებულებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებია. ჰამერბერგის თქმით, ის ასევე შეეცდება მოიძიოს ინფორმაცია ომის დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ.
რამდენიმე დღის წინ სოფელ კუჭაპანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.დაკავებულია გიორგი დიასამიძე, რომელმაც საკუთარი თანაკლასელი, ვალერი კანდელაკი ცივი იარაღით მოკლა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ინდივიდუალური მეწარმე ჯავად გუმბათოვი დააკავეს. ასევე დაკავებულია შპს `გალაქსის` დირექტორი, გაყიდვების მენეჯერი და ბუღალტერი.
კონსტიტუციის ახალი პროექტის საყოველთაო საჯარო განხილვა გრძელდება. კომისიის წევრები სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
რუსეთის ფოსტამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სტატუსი აღიარა. ამის შემდეგ მოსკოვიდან ცხინვალში ტელეგრამები საქართველოს გვერდის ავლით, პირდაპირ გაიგზავნება.
შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის არაოფიციალურ ვიზიტს საქართველოში მნიშვნელოვანს უწოდებს ჯონ ბასი. მისი აზრით, ვიზიტი ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.
საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 24-კაციანი ჯგუფი გერმანიიდან დაბრუნდა. ჯგუფი, რომელშიც პროფესორები და სტუდენტები შედიან, ქალაქ მიუნსტერის უნივერსიტეტში გერმანული ენის კურსის გასავლელად იმყოფებოდა.