ხვითიდან გატაცებული საქონელი დააბრუნეს
11.05.10 11:32
შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითიდან ოსი სეპარატისტების მიერ გატაცებული 48 სული საქონელი უკვე დააბრუნეს.
მისი განმარტებით, საქონელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო საძოვრად გადასული, საიდანაც ისინი ოსებმა გაიტაცეს.
`წუხელ მთელი ღამის განმავლობაში რუსულ მხარესთან ერთად მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, რის შემდეგაც დღეს, დილით საქონლის უკან დაბრუნება მოხერხდა`, - განცხადა ჯუღელმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ოკუპირებულ ტერიტორიასთან ვითარება შედარებით სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ წუხელ გორის რაიონის ქვემო ხვითიდან საქონელი გაიტაცეს. ნახირის მწყემსების განცხადებით, მათ 8 შეიარაღებული პირი დაესხა თავს. გამტაცებლებმა ერთ-ერთ მწყემსს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
|