მოსკოვი მოლდოვური და ქართული პროდუქციის წინააღმდეგ
31.07.10 16:28
გენადი ონიშჩენკოს მორიგი სვლა მოლდოვური და ქართული პროდუქციის წინააღმდეგ. რუსეთის მთავარმა სანიტარმა საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებს იმ შეზღუდვებზე მიუთითა, რომლებიც მოსკოვმა ქართულ და მოლდოვურ საქონელზე დააწესა და მოუწოდა ბელორუსსა და ყაზახეთს - არ დაუშვან რუსეთის ბაზარზე ქართული და მოლდოვური ღვინისა და მინერალური წყლების მოხვედრა.
`ჩვენ არ ვახდენთ ზეწოლას ბელორუსსა და ყაზახეთზე, რათა მათ უარი თქვან ამ პროდუქციის მოხმარებაზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს სრული უფლება მოვითხოვოთ, რომ მათ მიმართონ ყველა საჭირო ზომას, რომ ეს პროდუქცია რუსეთის ტერიტორიაზე არ შემოვიდეს,` - განაცხადა გენადი ონიშჩენკომ.
რამდენიმე დღის წინ სოფელ კუჭაპანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.დაკავებულია გიორგი დიასამიძე, რომელმაც საკუთარი თანაკლასელი, ვალერი კანდელაკი ცივი იარაღით მოკლა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ინდივიდუალური მეწარმე ჯავად გუმბათოვი დააკავეს. ასევე დაკავებულია შპს `გალაქსის` დირექტორი, გაყიდვების მენეჯერი და ბუღალტერი.
კონსტიტუციის ახალი პროექტის საყოველთაო საჯარო განხილვა გრძელდება. კომისიის წევრები სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
რუსეთის ფოსტამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სტატუსი აღიარა. ამის შემდეგ მოსკოვიდან ცხინვალში ტელეგრამები საქართველოს გვერდის ავლით, პირდაპირ გაიგზავნება.
შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის არაოფიციალურ ვიზიტს საქართველოში მნიშვნელოვანს უწოდებს ჯონ ბასი. მისი აზრით, ვიზიტი ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.
საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 24-კაციანი ჯგუფი გერმანიიდან დაბრუნდა. ჯგუფი, რომელშიც პროფესორები და სტუდენტები შედიან, ქალაქ მიუნსტერის უნივერსიტეტში გერმანული ენის კურსის გასავლელად იმყოფებოდა.