თბილისი რაგბის საერთაშორისო ფედერაციას მიმართავს
18.03.11 20:53
საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებების თამაშს პოლიტიკური კონტექსტი მიეცა. მათი ვიზიტი რუსეთში პრობლემებით დაიწყო.
როგორც ცნობილია, ჩასვლისთანავე გუნდზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება დაიწყო, წვრილ- წვრილი დაბრკოლებების შექმნით.
ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსულმა მხარემ უარი თქვა მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაზე.
თბილისში ამას არცთუ დადებითი რეაქცია მოჰყვა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებდა საქართველოს ნაკრებისთვის პრობლემების შესაქმნელად, რათა მან რუსეთის ტერიტორიაზე თამაშისას არ გაიმარჯვოს.
ლადო ვარძელაშვილმა დასძინა, რომ თბილისი აპირებს, ოფიციალური წერილით მიმართოს რაგბის საერთაშორისო ფედერაციას, რომ რუსეთთან მსგავსი თამაშები მომავალში ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარდეს.
|