თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფასთან კონსულტაციის შედეგად მატჩების ჩაწყობაში მხილებულ საფეხბურთო კლუბ `ფენერბაჰჩეს` ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ნებართვა არ მისცა.
თურქულ ფეხბურთში მომხდარი კორუფციული სკანდალის შედეგად სამართალდამცავებმა `ფენერბახჩეს` პრეზიდენტი და კლუბის დაახლოებით 30 წევრი დააპატიმრეს.
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდება თუ რომელი კლუბი ჩაანაცვლებს ფენერბახჩეს.სავარაუდოდ პრესტიჟულ გათამაშებაში მონაწილეობს თურქეთის ტრაბზონსპორი მიიღებს.
საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი დღეიდან კომპანია "გალფი" იქნება. ხელშეკრულება რაგბის კავშირისა და კომპანია გალფის წარმომადგენლებმა დღეს გააფორმეს.
პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ცენტრალურ ბაღში გაიმართა. დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს მთავრობის 2012 წლის გეგმები გააცნო.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტის მსოფლიოს თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ბეთქილ შუკვანმა შეჯიბრების პირველ დღეს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა ოქრო, მეორე დასკვნით დღეს კი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან წიკლაურმა გაიმარჯვა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან ორი წელი გავიდა. ქართველი მოციგავე 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების დროს უისლერის საციგაო ტრასაზე სავარჯიშო დაშვებისას გარდაიცვალა.
ვაშინგტონში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ქართველი მოციგურავის ელენე გედევანიშვილის წარმატებას გამოეხმაურა და მას პირადად ტელეფონით მიულოცა. ინგლისის ქალაქ შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ესპანურ შეკრებაზე `იანგ ბოიზთან` საკონტროლო შეხვედრის 1:3 წაგების შემდეგ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის, ესპანელი ალექს გარსიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.