საქართველო - ბელგია 81:59
31.08.11 18:12
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ბელგიის ნაკრები 22 ქულის სხვაობით - 81-ით 59 დაამარცხა. შეხვედრა ლიტვაში კლაიპედა ბასკეტ არენაზე გაიმართა. თამაში დასაწყისიდანვე ქართველი სპორტსმენების სრული უპირატესობით წარიმართა.
ევროპის ჩემპიონატის მატჩს კლაიპედაში საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. ქართველ სპორტსმენებს მიხეილ სააკაშვილი თამაშს მეუღლესთან და შვილთან ერთად გულშემატკივრობდა.
პორტულ არენაზე მისულ მიხეილ სააკაშვილს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა და დარბაზში პირადად შეაცილა. საქართველოს პრეზიდენტმა თავად ისურვა ოჯახთან ერთად გულშემატკივრების გვერდით დაჯდომა. თამაშის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კლაიპედაში საქართველოს დღეების ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ნაკრებს გულშემაკტივრობდნენ თბილისშიც. თბილისელები რამდენიმე ადგილას შეიკრიბნენ, სადაც დიდი მონიტორები იყო დამონტაჟებული და შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
|