საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე პოლონეთში რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრებს შეხვდა.
ვიცე-პრემიერმა საქართველოში სამართალდამცველ სტრუქტურებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
გიორგი ბარამიძე ასევე დაესწრო ახალგაზრდა ლიდერთა მე-6 ეკონომიკურ ფორუმს, სადაც სიტყვით გამოვიდა და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის კომპანია `სინათლის ქალაქის`ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღო. კომპანიის დირექტორის თქმით, ორგანიზაციაში შესულია შემოსავლების სამსახურიც, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს.
ქართული კონიაკი `ძველი კახეთი` რუსულ ბაზარზე რამდენიმე კვირაში შევა. ქართულ ღვინის კომპანია `კახურ მეღვინეობას` დღეს მოუვიდა რუსეთიდან დასტური ბაზარზე მათი ნაწარმის შეტანის თაობაზე.
ცოტა ხნის წინ დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეუნებულ დოკუმენტაციაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა. თემურ ჯანაშიას თქმით, ნებისმიერი თანხა...
მინერალური წყალი ბორჯომი რუსეთის ბაზარზე დაუშვეს. ამ ინფორმაციას `როსპოტრებნადზორის`ხელმძღვანელზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
`როსპოტრებნადზორის`ექსპერტები ქართული პროდუქციის სინჯებს ელოდებიან, რათა კომპანიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდეს და მათ პროდუქციის რუსეთში გატანის საშუალება მიეცეს.