ბარამიძემ პოლონეთში ვიზიტი დაასრულა
11.09.11 13:21
საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პოლონეთში დასრულებულია. ვარშავაში გიორგი ბარამიძე ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანს, შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრებს, ასევე პოლონეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.
ვიცე-პრემიერმა საქართველოში სამართალდამცველ სტრუქტურებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
ორმხრივ შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესებაზე. ასევე განიხილეს საქართელოს ოკუპირებეულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისათვის ე.წ. "სტატუს ნეიტრალური" დოკუმენტის შემოღების საკითხებიც.
გიორგი ბარამიძე ასევე სიტყვით გამოვიდა ახალგაზრდა ლიდერთა მე-6 ეკონომიკურ ფორუმზეც და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
პოლონეთში ვიზიტის დროს, ვიცე-პრემიერმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "სი-ენ-ბი-სისა" და გამოცემა "ფაინენშელ ტაიმსის" ჟურნალისტებს.
|