მონაკოს პრინცი 18 სექტემბერს ჩამოვა
16.09.11 18:00
მონაკოს პრინცის ვიზიტი საქართველოში 18 სექტემბერს იწყება. ალბერტ მეორეს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დატვირთული პროგრამა ექნება.
ოფიციალურ შეხვედრებთან ერთად, მონაკოს პრინცი რამდენიმე არაოფიციალურ შეხვედრასაც გამართავს და ქართულ კულტურას და ტრადიციებს გაეცნობა.
ალბერტ მეორეს დედაქალაქთან ერთად ბათუმი, მესტია და კახეთი უმაპინძლებენ.
ოლიმპიური თამაშების ხუთგზის მონაწილე ბაკურიანშიც ჩავა და 2010 წელს ზამთრის ოლიმპიადის დროს დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას მიაგებს პატივს.
თბილისში კი ოლიმპიური კომიტეტის ახალ შენობას გახსნის.
|