ფიროსმანის `მწყემსის`გასხვისება
30.11.11 10:40
გაუგებრობა ფიროსმანის ტილოს `მწყემსის`გასხვისებასთან დაკავშირებით გრძელდება. პირველ კომენტარს აკეთებენ კაკაბაძეების ოჯახის წევრები. მხატვრის შვილიშვილის მარიამ კაკაბაძის განცხადებით, ნახატი, რომელიც მათ ოჯახში წლების განმავლობაში ინახებოდა – არალეგალურად არ გაჩუქებულა. იმ პერიოდში, როდესაც ნახატი სხვა მფლობელს გადაეცა, კანონი კულტურული ძეგლების გასხვისებათან დაკავშირებით არ არსებობდა.
ნახატი რამდენიმე წლის წინ კაკაბაძეებმა ქალაქ რიგაში გააჩუქეს, რამდენიმე დღის წინ კი ფიროსმანის `მწყემსი`ლონდონის აუქციონზე 600,000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ტილოს გასხვისებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
|