კონტროლის პალატა და ეროვნული ბანკი პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის პრინციპებზე შეთანხმდნენ. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დეტალები დღეს სპეციალურ მემორანდუმში აისახა, რომელსაც ლევან ბეჟაშვილმა და გიორგი ქადაგიძემ მოაწერეს ხელი.
ეროვნული ბანკი ვალდებულებას იღებს რომ კონტროლის პალატის მოთხოვნის შესაბამისად, დროულად უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება. ეროვნული ბანკი დაეხმარება კონტროლის პალატას კომერციულ ბანკებთან კოორდინაციაშიც.
პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მონიტორინგს პარლამენტის მიერ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ახლად დამტკიცებული ცვლილებები განსაზღვრავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს და ფინანსთა ყოფილ მინისტრ დიმიტრი გვინდაძეს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მოდულის შენობაში დაკითხვაზე დღის ბოლოს ადვოკატთან ერთად, მივიდა. მოწმის სტატუსით ვერა ქობალიას, სავარაუდოდ, ”ქართუს” საქმეთან დაკავშირებით კითხავენ...
ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე შესაძლოა ახალ წელს დაბრუნდეს. განცხადება ამის შესახებ გენადი ონიშჩენკომ გააკეთა. რუსეთის მთავარი სანიტრის თქმით, არ არსებობს არავითარი ხელოვნური დაბრკოლება, რომ ქართული ღვინო და მინერალური სასმელი რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს.
წყნეთში მდებარე სამთავრობო აგარაკები, შესაძლოა, პრივატიზაციას დაექვემდებაროს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ვანო მერაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა გეგმავს აღადგინოს მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება.
ბიძინა ივანიშვილი მის სახლთან შეკრებულ სოციალურად დაუცველებს შეხვდა. 30-მდე მოქალაქემ წუხანდელი ღამე სწორედ პრემიერ ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაათენა.