საქართველოს პრეზიდენტი შობას გელათში, ღვთისმშობლის ტაძარში შეხვდა. საზეიმო წირვა-ლოცვას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე აღავლენდა. ტაძარში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.
მიტროპოლიტმა – მეუფე კალისტრატემ დალოცა პრეზიდენტი და დავით აღმაშენებლის ხატი უსახსოვრა. მეუფე კალისტრატემ წარმატება უსურვა საქართველოს პრეზიდენტს აღმშენებლობის საქმეში.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მიხეილ სააკაშვილს შობის დღესასწაულის აღსანიშნავად სიმბოლურად გელათში დამზადებული თაფლი მიართვა.
საქართველოს პრეზიდენტმა გელათში შეკრებილ მრევლს ქრისტეშობა მიულოცა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქუთაისში აღმშენებლობის პროცესი გაგრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გელათში საშობაო ღვთისმსახურებას იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი დაესწრნენ.
ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს კულტურის მინისტრი გამოეხმაურა. გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ ცენტრის მუშაობაში გამოვლენილ დარღვევებს სპეციალური კომისია სწავლობს.
26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო მიღება ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას 26 მაისის თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს სიხარულის გაზიარებისთვის.
17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის აღსრულებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას პატრიარქი სამების ტაძარში აღავლენს.
ტაო-კლარჯეთში მყოფი ქართველი სპეციალისტები დღეს ოშკს მოინახულებენ. მანამდე კი ისინი იშხნის კომპლექსში იმყოფებოდნენ. მათ თურქ კოლეგებთან ერთად პირველი ერთობლივი მონიტორინგის შემდეგ ადგილზე საველე-სამუშაო შეხვედრა გამართეს.
კულტურის სამინისტროს დელეგაცია თურქეთში გაემგზავრა. ქართული მხარის წარმომადგენლები თურქ სპეციალისტებთან ერთად იშხნის ტაძრის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.