ოთხშაბათი, 19.06.13   11:43
+22.3°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სააკაშვილმა ქართველ მოციგურავეს წარმატება მიულოცა

30.01.12 10:58

ვაშინგტონში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ქართველი მოციგურავის ელენე გედევანიშვილის წარმატებას გამოეხმაურა და მას პირადად ტელეფონით მიულოცა. ინგლისის ქალაქ შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ელენე გედევანიშვილი ბრინჯაოს პრიზიორი 2009-2010 წლების სეზონზეც გახდა, თუმცა წელს მან კარიერის საუკეთესო მონაცემი აჩვენა და თავისივე რეკორდი მოხსნა.

ელენე გედევანიშვილი თბილისის `დინამოს` საციგურაო სკოლის წევრი იყო, საქართველოს მოციგურავეთა ფედერაციის ინიციატივით კი ვარჯიში მოსკოვში წამყვანი სპეციალისტების მეთვალყურეობით განაგრძო, თუმცა 2006 წელს რუსეთიდან ქართველების დეპორტაციის დროს ის იძულებული გახდა ოჯახთან ერთად დაეტოვებინა ქვეყანა და სამშობლობში დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გედევანიშვილს კანადაში გამგზავრებაში დაეხმარა, სადაც სპორტსმენმა ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთენლთან განაახლა ვარჯიში. სწორედ კანადაში ვარჯიშის შემდეგ მოხვდა ელენე გედევანიშვილი ზედიზედ ორჯერ ევროპის მოციგურავეთა საუკეთესო სამეულში. გარდა ამისა, სპორტსმენმა მიხელ სააკაშვილთან ერთად საქართველოში ორი საციგურაო მოედანი გახსნა, სადაც საჩვენებელი გამოსვლა გამართა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

რაგბის ნაკრების ბურთი აუქციონზე გადის

18.03.12 15:31

რაგბის ბურთი, რომლითაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ რუსეთი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა, აუქციონზე გადის. შემოსული თანხა კი მთლიანად საგურამოს ბავშვთა სახლში გადაირიცხება. More...

საქართველოს ნაკრებმა რუსეთი 46:0 დაამარცხა

17.03.12 20:55

ანგარიშით 46:0 - პრონციპული მატჩი მოგებულია. ქართველი ბორჯღალოსნები რუსეთის რაგბის ნაკრებზე გამარჯვებას ზეიმობენ.More...

გუდაურში ახალი საბაგირო გზა გაიხსნა

16.03.12 19:12

გუდაურში ახალი საბაგირო გზა დღეს ოფიციალურად გაიხსნა. დამონტაჟდა ახალი გონდოლები. მიმდებარე ტერიტორიაზე მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.More...video clip 

რუსი მორაგბეები მატჩის ბოლო ვარჯიშს მართავენ

16.03.12 11:38

ხვალ, 15 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მიმდინარე წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. კიდევ ერთი ქართულ-რუსული დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართებაMore...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

თბილისი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

14.03.12 21:12

ჭიდაობის საერთაშორისო ევროპული ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს. სელას კონგრესი ბელგრადში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძეც ესწრებოდა. More...video clip 

პოლოლიკაშვილმა `დინამოს` ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

09.03.12 12:00

ზურაბ პოლოლიკაშვილმა თბილისის `დინამოს` ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ზურაბ პოლოლიკაშვილი საფეხბურთო კლუბში 2011 წლიდან მუშაობს. 2011 წლის მარტში ის `დინამოს` გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მისი ინიციატივით, გუნდმა რამდენიმე ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა. More...video clip 

შეხვედრა სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში

08.03.12 15:23

რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ და აზერბაიჯანმა იმისთვის, რომ 2020 წელს აქ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდეს. შესასრულებელ სამუშაოებზე საქართველოს სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მსჯელობენ.More...video clip 

საქართველომ შესაძლოა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს

07.03.12 20:23

ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს. 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე უეფას საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი განაცხადით უნდა მიმართონ. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company