ბაქრაძე ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდა
05.02.12 17:44
საქართველოში მალე ახალი სახელმწიფო სტრუქტურა შეიქმნება, რომელიც სადაზღვევო კომპანიებსა და სოციალურ სააგენტოს გააკონტროლებს. ინიციატივის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ზუგდიდის მოსახლოებასთან შეხვედრის დროს ილაპარაკა.
ახალ სტრუქტურაში მოსახლეობას სადაზღვევო კომპანიებისა და სოციალური სააგენტოების მიმართ საკუთარი წინადადებებისა და საჩივრებისა მიტანაც შეეძლება.
სოციალურად უმწეოს სტატუსის მინიჭების პროცედურაში შუამდგომლობის გაწევის უფლება ეძლევა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსაც.
დავით ბაქარძემ რეგიონში არსებული პრობლემები მოსახლეობისგან პირადად მოისმინა. ხალხს ყველაზე მეტად სოციალური და ჯანდაცვის საკითხების მოგვარება სურს.
სამეგრელოში პარალელურად შეხგვედრებს საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ლიდერებიც განაგძობენ. პავლე კუბლაშვილი ფოთში ზამბახიძის ქუჩის მოსახლოებას შეხვდა და მათ მდგომარეობას გაეცნო.
აბაშის მოსახლეობასთან შეხვედრები კი გოკა გაბაშვილმა, ვახტანგ ბალავაძემ და ხათუნა ოჩიაურმა განმართეს. დეპუტატების შეხვედრები რეგიონებში მომავლშიც გაგრძელდება.
|