ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა
22.02.12 10:40
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედროების, კაპრალების - ვალიკო ბერაიას, რუსლან მელაძის და პაატა კაჭარავას გარდაცვალების გამო.
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საბრძოლო ამოცანას ასრულებდნენ, საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალიბებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდნენ.
|