ოთხშაბათი, 22.05.13   15:47
+25.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პრეზიდენტის გამოსვლა მაასტრიხტის უნივერსიტეტში

23.02.12 10:00

საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც უნივერსიტეტის მესვეურებმა მიხეილ სააკაშვილი საგანგებოდ მიიწვიეს. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რეგიონში მისი როლის ზრდა იყო.

მიხეილ სააკაშვილმა იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მისი მოსვლის დღიდან ხორციელდება.

`რადიკალურმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოსგან რეგიონის ლიდერად აქცია - ვარდების რევოლუციამდე ჩვენ თითქმის არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გახსნილობის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვლიდერობთ,`- განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა და აუდიტორიას იმ გზის შესახებ ესაუბრა, რომელმაც ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა.

აუდიტორიის ინტერესი, ძირითადად, ისეთი საკითხებს წარმოადგენდა, როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, მათ შორის, მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივა, საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მარტინ პოლმა პირადად წარუდგინა.

photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პრემიერმა შესაძლოა ერთ-ერთი მინისტრი მოხსნას

29.04.13 15:13

ერთ-ერთ მინისტრს შესაძლოა მალე თანამდებობა დაატოვებინონ. ამის შესახებ უკვე ღიად აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელთან ბევრი კითხვა არსებობს, რომელთა მოგვარებაც გუნდში ვერ მოხერხდა...More...video clip 

ნათელაშვილი ხუხაშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას აპროტესტებს

29.04.13 15:02

გიორგი ხუხაშვილის პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დანიშვნას აკრიტიკებს შალვა ნათელაშვილი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შეფასებით, ხუხაშვილის დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე დანაშაულია. ამ საკითხზე ბრიფინგი შალვა ნათელაშვილმა პირვლი რადიოს პრესკლუბში გამართა.More...video clip 

ხმაურიანი საპროტესტო აქცია ხონში

29.04.13 14:59

ხმაურიანი საპროტესტო აქცია გაიმართა ხონში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტში აქციის მონაწილეები შეცვივდნენ.More...video clip 

პრეზიდენტი აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

29.04.13 14:48

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ქართულ დიასპორას შეხვდა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

`როუზ-როსის` 83-ე სემინარი თბილისში

29.04.13 14:32

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით, დღეს თბილისში "როუზ-როსის" 83-ე სემინარი გაიხსნა. სემინარის თემაა "სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები".More...video clip 

მთავრობა ფრედი ვუდრაფის მკვლელობას გამოიძიებს

29.04.13 10:00

საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთი სკანდალური საქმის გამოძიებას აპირებს. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი `ნიუ-იორკ ტაიმსი` წერს. More...video clip 

ცესკო შუალედური არჩევნების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

28.04.13 14:13

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში სამივე საარჩევო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ.More...video clip 

პრეზიდენტი პრემიერს გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს

26.04.13 12:47

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს და სთხოვს გადახედოს გადაწყვეტილებას ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის აშენებულ შენობაში, სასწავლო დაწესებულების ნაცვლად, ქალაქის მთავრობის განთავსების თაობაზე.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company