ოთხშაბათი, 19.06.13   09:08
+22.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პრეზიდენტის გამოსვლა მაასტრიხტის უნივერსიტეტში

23.02.12 10:00

საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც უნივერსიტეტის მესვეურებმა მიხეილ სააკაშვილი საგანგებოდ მიიწვიეს. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რეგიონში მისი როლის ზრდა იყო.

მიხეილ სააკაშვილმა იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მისი მოსვლის დღიდან ხორციელდება.

`რადიკალურმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოსგან რეგიონის ლიდერად აქცია - ვარდების რევოლუციამდე ჩვენ თითქმის არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გახსნილობის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვლიდერობთ,`- განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა და აუდიტორიას იმ გზის შესახებ ესაუბრა, რომელმაც ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა.

აუდიტორიის ინტერესი, ძირითადად, ისეთი საკითხებს წარმოადგენდა, როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, მათ შორის, მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივა, საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მარტინ პოლმა პირადად წარუდგინა.

photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

უილფრედ მარტენსის განცხადება

30.05.13 11:45

`თუ საქართველოში სიტუაცია არ გამოსწორდა, შესაძლოა ამან შეაფერხოს ქვეყნისთვის ასოცირების ხელშეკრულების მიღება,`- ასეთი განცხადება ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა "ტვიტერის" მიკრობლოგზე გააკეთა. More...video clip 

ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქე გაიტაცეს

30.05.13 11:12

ადამიანი პირველად გაიტაცეს იმ ტერიტორიიდან, სადაც ოკუპანტებმა მავთულხლართები ცოტა ხნის წინ გააბეს. სოფელ დიცში რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მკვიდრი, 24 წლის როსტომ სოსიაშვილი დააკავესMore...video clip 

გენერალი თამაზაშვილი მიხეილ სააკაშვილს უჩივლებს

29.05.13 15:11

თამაზ თამაზაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. პოლიციის გენერალი პრეზიდენტს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლებს.More...video clip 

ოკუპანტებმა მავთულხლართების გაბმა განაახლეს

29.05.13 14:50

სამი ოჯახი სოფელ დიცში შესაძლოა ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩეს. რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გაბმა განაახლეს და ზოლი, რომელსაც ისინი მიჰყვებიან, სოფელ დიცზე გადის.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

კობა ნარჩემაშვილი მერაბიშვილის დაპატიმრებას ამართლებს

29.05.13 14:27

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება გამართლებული მოვლენაა. ის დარწმუნებულია, რომ გამოძიებას საკმარისი სამხილები აქვს და მოსახლეობის მოლოდინი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით გამართლდება. More...video clip 

ჟან კლოდ მინიონისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრა გაიმართა

29.05.13 13:09

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. ჟან კლოდ მინიონმა უკვე დაასრულა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან.More...video clip 

კარასინი და აბაშიძე ივნისში შეხვდებიან

29.05.13 12:00

რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პირისპირ შეხვედრაზე ივნისში პრაღაში ისაუბრებენ. More...video clip 

ანჟეი ტიშკევიჩის განცხადება

29.05.13 11:27

ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების გაბმის ფაქტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი ეხმაურება.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company