2011 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
05.04.12 14:19
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ დღეს ფინანსთა სამინისტროში 2011 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარმოადგინა.
დიმიტრი გვინდაძის შეფასებით, ბიუჯეტის ანალიზმა აჩვენა, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის პროცესი, შემცირებულია საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან.
ამასთანავე, გაიზარდა ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და განათლების დაფინანსება.
`მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა დაახლოებით 600 დოლარით, გაგრძელდა ფისკალური კონსოლიდაციის ტენდენცია, 2011 წელი დავასრულეთ 3,6%-ის საბიუჯეტო დეფიციტით, რაც ცალსახად კლებად ტენდენციას წარმოადგენს წინა წლებთან შედარებით. დიდი ინვესტიცია ჩაიდო ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც,`- განაცხადა მინისტრმა.
|