შემოსავლების სამსახურის უპრეცედენტო გათამაშება
18.04.12 14:52
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უპრეცედენტო გათამაშებას იწყებს. დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნაღდი ფულით განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვის დროს მიღებული ქვითრით წამახალისებელი გათამაშების მონაწილე გახდებით. გათამაშდება 10-დან 50 000 ლარამდე მოგებები.
ეს გათამაშება ყოველდღე ჩატარდება და მისი მიმდინარეობისას, მოგების სახით, სულ 9 მილიონი ლარი გაიცემა. გათამაშების შესახებ ინფორმაციის უკეთ გასავრცელებლად შემოსავლების სამსახური მთელ ქვეყანაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს. უკვე გაირკვა, რომ გათამაშებას უკვე პირველი გამარჯვებულიც ჰყავს.
შემოსავლების სამსახურში მოქმედებს ცხელი ხაზიც, თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 24-21-200.
|