საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევის პრეზენტაცია
20.04.12 14:35
საქართველოს ბიზნესგარემოს ქართველი და უცხოელი მეწარმეები აფასებენ – დღეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
გამოკითხვაში ათასზე მეტმა ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა. კვლევაში მონაწილე მეწარმეთა 75% ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმზიდველად აფასებს.
საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას კორუფციასთან უშუალო შეხება მხოლოდ გამოკითხულთა 0,11%-ს ჰქონდა. კვლევიდან აგრეთვე ჩანს, რომ გასულ წელს მსხვილ საწარმოებში უფრო შესამჩნევი ზრდა დადასტურდა, ვიდრე მცირე ბიზნესში.
საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის კომპანია `სინათლის ქალაქის`ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღო. კომპანიის დირექტორის თქმით, ორგანიზაციაში შესულია შემოსავლების სამსახურიც, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს.
ქართული კონიაკი `ძველი კახეთი` რუსულ ბაზარზე რამდენიმე კვირაში შევა. ქართულ ღვინის კომპანია `კახურ მეღვინეობას` დღეს მოუვიდა რუსეთიდან დასტური ბაზარზე მათი ნაწარმის შეტანის თაობაზე.
ცოტა ხნის წინ დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეუნებულ დოკუმენტაციაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა. თემურ ჯანაშიას თქმით, ნებისმიერი თანხა...
მინერალური წყალი ბორჯომი რუსეთის ბაზარზე დაუშვეს. ამ ინფორმაციას `როსპოტრებნადზორის`ხელმძღვანელზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
`როსპოტრებნადზორის`ექსპერტები ქართული პროდუქციის სინჯებს ელოდებიან, რათა კომპანიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდეს და მათ პროდუქციის რუსეთში გატანის საშუალება მიეცეს.