ვარლამ ლიპარტელიანმა ჩელიაბინსკში ოქროს მედალი დაიმსახურა. 90- კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში კი ლიპარტელიანმა რუსი გრიგორი სულემინი დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ლევან ჟორჟოლიანმა მხოლოდ ფინალური შეხვედრა წააგო. ჟორჟოლიანი ებრაელ არიელ ზეევთან დამარცხდა. საერთო ჯამში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ჩათვლაში 4 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.
2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა გააკეთა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უეფას ჩემპიონატის უკრაინიდან ესპანეთში გადატანას სთავაზობს. ამ წინადადებით ანხელ მარია ვილიარმა საფეხბურთო ასოციაციას მას შემდეგ მიმართა, რაც ევროპის ლიდერები 2012 წლის თამაშების ბოიკოტზე ალაპარაკდნენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მოლაპარაკებები კახაბერ ცხადაძესთან მიმდინარეობს.
2012 წლის ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში დღეს ბრუნდება. რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში გამართულ ჩემპიონატზე ქართველებმა გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
საფეხბურთო კლუბ `დინამოში` მთავარი მწვრთნელის ადგილი კვლავაც ვაკანტურია. დროებით გუნდს რამაზ მუმლაძე გაწვრთნის; ის პოსტზე ახალი მთავარი მწვრთნელის მისვლამდე, ანუ სეზონის ბოლომდე იმუშავებს.