ეკონომიკის მინისტრი ქუთაისში იმყოფებოდა. ვერა ქობალია მთავრობის სახლში კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის მართვის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას და დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები. კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობა 2012 წელს დასრულდება. ის ხელს შეუწყობს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავია-კომპანიების მოზიდვას.
ფრენები შედგება, როგორც რეგიონში, ასევე ევროპისა და აზიის მიმართულებით. ინერგება ახალი სანავიგაციო სისტემებიც.
საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის კომპანია `სინათლის ქალაქის`ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღო. კომპანიის დირექტორის თქმით, ორგანიზაციაში შესულია შემოსავლების სამსახურიც, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს.
ქართული კონიაკი `ძველი კახეთი` რუსულ ბაზარზე რამდენიმე კვირაში შევა. ქართულ ღვინის კომპანია `კახურ მეღვინეობას` დღეს მოუვიდა რუსეთიდან დასტური ბაზარზე მათი ნაწარმის შეტანის თაობაზე.
ცოტა ხნის წინ დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეუნებულ დოკუმენტაციაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა. თემურ ჯანაშიას თქმით, ნებისმიერი თანხა...
მინერალური წყალი ბორჯომი რუსეთის ბაზარზე დაუშვეს. ამ ინფორმაციას `როსპოტრებნადზორის`ხელმძღვანელზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
`როსპოტრებნადზორის`ექსპერტები ქართული პროდუქციის სინჯებს ელოდებიან, რათა კომპანიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდეს და მათ პროდუქციის რუსეთში გატანის საშუალება მიეცეს.