ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას სამ ახალი ინიციატივას სთავაზობენ. ეს ინიციატივები სამედიცინო დაზღვევას ეხება. ოპოზიციის აზრით, უნდა გაფართოვდეს სადაზღვევო პოლისით ანაზღაურებადი მედიკამენტების სია, არანაკლებ 80%-ით დაფინანსდეს მაღალტექნოლოგიური კვლევები და დაფინანსდეს სარეაბილიტაციო პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის.
მაგდა ანიკაშვილის მტკიცებით, ამ ცვლილებების გარეშე, ჯანდაცვის ხელმისწვდომობის კუთხით პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. თავის ინიციატივას ქრისტიან-დემოკრატები პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დააკავა. ამის შესახებ განცხადება თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასწავლებლის ეზოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები და სტუდენტები შეიკრიბნენ...
მარიხუანის მომხმარებელს შესაძლოა მძიმე სასჯელი აღარ დაეკისროს - ამას სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტი ნარკოტიკული დანაშაულის საკითხზე უკვე ინიცირებულია პარლამენტში.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის მიერ პრეზიდენტობის ერთობლივი კანდიდატის შერჩევაზე საუბრობს ჯონდი ბაღათურია. `ქართული დასის`ლიდერის თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება კონკრეტულ პარტიებთან ალიანსის შესაქმნელად.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ეჭვმიტანილს 3,864 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი და 0,1166 გრამი კოკაინი აღმოაჩნდა.